პატიმრობაში გაუშვეს მძღოლი, ვინც საავარიო ვითარება შექმნა - მტკვარში მანქანით გადავარდნილ კაცს ამ დრომდე ეძებენ
მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2 ივნისს მდინარეში გადავარდნილ მძღოლს, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეს და მის კუთვნილ "ჯეტას" ავტომობილს ამ დრომდე ეძებენ.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივნისს, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა ,,ჰიუნდაის’’ მარკის ავტომანქანას, რომელსაც დააკარგვინა მართვა და გადაიყვანა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც ავტომანქანა „ჰიუნდაი“ შეეჯახა სხვა ავტომანქანას რა დროსაც მართვა დაკარგული გადავარდა მდინარე მტკვარში, რომლის მძღოლის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.