გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ბათუმში დასუფთავების აქციით უერთდება
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ბათუმში დასუფთავების აქციით უერთდება. ამ აქციის მთავარი გზავნილი - „ბათუმის, როგორც სუფთა და მწვანე ქალაქის როლის წარმოჩენაა გარემოსთვის".
კოკა-კოლაში აცხადებენ, რომ მიზანი რამდენიმეა, მათ შორის ზღვისპირა ქალაქის სანაპირო ზოლის, დასუფთავება და მუნიციპალური ნარჩენების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
"კოკა-კოლაბოთლერს ჯორჯია" მთავარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს ბუნებრივი რესურსების დაცვას, ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავების კულტურის დანერგვას. დღევანდელი აქცია ახალგაზრდებს, სტუდენტებს, კერძო სექტორსა და ადგილობრივ სამსახურებს საერთო გარემოსდაცვითი მიზნის გარშემო აერთიანებს.