ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება — გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო
ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს გადაწყვეტილება საკრებულოში დღეს მიიღეს. დეპუტატთაგან მხოლოდ სამი არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლას. მათ მიეკუთვნება: "ლელო-ძლიერი საქართველო", "ევროსოციალისტების" - 1 , და ქართული ოცნების ასევე 1 დეპუტატი.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა პარტიის- "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელი.
გადაწყვეტილება ძალაში 1 ივლისიდან შევა და მოქალაქეები ტრანსპორტის გაძვირებული ტარიფით ისარგებლებენ. ქალაქშიდა მიმოსვლა ორმოცდაათი თეთრის ნაცვლად ოთხმოცი თეთრით, სოფლებში მიმოსვლა ერთი ლარის ნაცვლად, ერთი ლარითა და ორმოცდაათი თეთრით განისაზღვრა.