სკოლებში მობილურებისთვის სპეციალური სათავსოების მოწყობა სავალდებულო გახდება

05.06.26 19:09
სკოლებში მობილურებისთვის სპეციალური სათავსოების მოწყობა სავალდებულო გახდება

განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების ახალი წესი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის 1 სექტემბრიდან სკოლებს საკლასო ოთახებში სპეციალური სათავსოების მოწყობა მოუწევთ, სადაც მოსწავლეები სასწავლო პროცესის განმავლობაში მობილურ ტელეფონებს, სმარტფონებსა და „ჭკვიან“ საათებს შეინახავენ.

სამინისტროს განმარტებით, რეგულაციის მიზანი სასწავლო პროცესის უწყვეტობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაა.