46 დღიანი პროტესტიდან შედეგამდე — დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები მედიკამენტებს მიიღებენ
მშობლები ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან — პირველი გამარჯვება უკვე მიღწეულია. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტების შესყიდვაზე გადაწყვეტილება მიღებულია და, მშობლების ინფორმაციით, პაციენტები წამლებს მაქსიმუმ ორ თვეში მიიღებენ.
ამ შედეგის მისაღწევად მშობლები თითქმის ორი წლის განმავლობაში იბრძოდნენ. ისინი "ოცნების" ხელისუფლებას ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებების დაწყებასა და მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანას სთხოვდნენ. პროტესტის ფარგლებში მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან 46-დღიანი უწყვეტი აქციაც გამართეს, თუმცა მოთხოვნებზე უარს იღებდნენ.
მშობლების თქმით, ამ პერიოდში მათ წინააღმდეგ და თავად მედიკამენტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაც მიმდინარეობდა. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ ის პრეპარატები, რომელთა დაფინანსებასაც ოჯახები ითხოვდნენ, ჯანმრთელობისთვის რისკებთან იყო დაკავშირებული.
მედიკამენტების შესყიდვაზე თანხმობამდე ამ გადაწყვეტილებას პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები და „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერებიც აკრიტიკებდნენ. დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ყურადღება ოპონენტების კრიტიკაზე გაამახვილა და თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, მიმდინარეობდა თუ არა მშობლებისა და მათი მოთხოვნების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.