ვაშლიჯვრის ფერდის ნაწილი ჩავარდა
ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა ფაქტის ამსახველ ფოტოს გეოლოგი თეა გოდოლაძე Facebook-ზე ავრცელებს. გეოლოგების თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მეწყერი დინამიკაშია მოსული.
ჩავარდნილა უბრალოდ მოძრაობს სტაბილურად, მეტი არაფერი, - წერს გოდოლაძე.
ქართველი გეოლოგების პირველადი დასკვნით, მეწყერი დაძრულია და დღეში დაახლოებით 5 სმ-ით გადაადგილდება. ვაშლიჯვრის მცხოვრებლები დედაქალაქის მერიას სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ვაშლიჯვრის მოსახლეობა ასევე ითხოვს შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.