თბილისი გვენგრევა თავზე - აქცია ვაშლიჯვარში

28.03.21 15:32
თბილისი გვენგრევა თავზე - აქცია ვაშლიჯვარში

ვაშლიჯვრის მოსახლეობა  ითხოვს, მაჭავარიანის და თოფურიძის  ქუჩების მიმდებარედ დაწყებული მეწყრული პროცესების გამო  მშენებლობები შეჩერდეს. მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით ისინი აქციას მართავენ.

მოსახლეობა ასევე ქსპერტთა ჯგუფის შექმნასაც ითხოვს, იმისთვის რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. მოთხოვნებს შორის არის 24-საათიანი მონიტორინგის სისტემის დაყენება ქედის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ვითხოვთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას, ვითხოვთ მორატორიუმის გამოცხადებას ვაშლიჯვარში მშენებლობებზე, თავზე შეიძლება დაგვეცეს მიწა, - ამბობს მაჭავარიანის ქუჩის მცხოვრები

ექსპერტები თბილისის მერიას ურჩევენ, დროულად გატარდეს ზომები, რადგან მეწყრული პროცესების გააქტიურება როდის მოხდება ამის პროგნოზირება შეუძლებელია. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე 18 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით  გახდა ცნობილი.

მსგავსი სიახლეები