"ციხის კადრებით მოსული ხელისუფლება სადისტური მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას" -არქიმანდრიტი გაბრიელ ღურწკაია

13.06.26 09:52
"ციხის კადრებით მოსული ხელისუფლება სადისტური მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას" -არქიმანდრიტი გაბრიელ ღურწკაია

 

 

არქიმანდრიტი გაბრიელ ღურწკაია "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსში გასულ მოქალაქეების წამების ამსახველი კადრებს სოციალურ ქსელში ემაურება. 

"ციხის კადრებით მოსული ხელისუფლება ძალადობრივი და სადისტური მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ უკანონობის მხარდაჭერა და დუმილი ბოროტების თანამონაწილეობაა"- წერს არქიმანდრიტი. 

"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა.  უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. 

შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები