საქართველო მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა - მიქელაძე ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაზე
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს -"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტის, თამთა მიქელაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ახლა ვალდებული იქნება წარადგინოს სამოქმედო გეგმა, რა გააკეთა ან რა ვერ გააკეთა რეკომენდაციების შესასრულებლად.
მიქელაძის განმარტებით, ევროპის საბჭოს განადწყვეტილება ნიშნავს, რომ საქართველო მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა.
ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყოველი გაზაფხულის და შემოდგომის სესიებზე და განხილვებზე ეს საკითხები კიდევ ერთელ კომიტეტის შეფასების ქვეშ მოექცევა, საქართველოდ მთავრობა ვალდებული იქნება წარადგინოს სამოქმედო გეგმა, თუ რა გააკეთა ან რა ვერ გააკეთა და რატომ ვერ გააკეთა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. ამიტომ, ეს ნიშნავს, რომ ეს გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა და რეგულარულ შემოწმებას დაექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის მხრიდან, უნდა ითქვას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლის ზაფხულში სწორედ მაქარაშვილის საქმეზე დაიწყო გაძლიერებული ზედამხედველობა აღსრულების პროცესში, მანამდე ეს სტანდარტული ზედამხედველობით მიმდინარეობდა", - აცხადებს თამთა მიქელაძე.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი გავრცელებულ განცხადებაში შემაშფოთებლად არის შეფასებული ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებამ კანონებში ბოლო დროს დაჩქარებული ტემპებით შეიტანა. ევროპის საბჭო წერს, რომ თუ ქართული კანონები კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში არ იქნება, მაშინ ავტომატურად ჩაითვლებაა ადმინისტრაციული დაპატიმრებები უკანონოდ და არაპროპორციულად, სადავოდ მიიჩნევა სასამართლოში მიღებული გამამტყუნებელი განაჩენებიც და კოლოსალური ჯარიმებიც, რომელსაც მოქალაქეებს აკისრებენ.