მკვლელობა კახეთში - ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

28.03.21 17:03
მკვლელობა კახეთში - ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს, ჯუანშერ და ალექსანდრე ტურიაშვილებს  პატიმრობა შეუფარდა.

სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ტურიაშვილს მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, ხოლო  ალექსანდრე ტურიაშვილს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას. ალექსანდრე ტურიაშვილი ბრალდ არ აღიარებს და ამბობს, რომ ჯუანშე ტურიაშვილი პოლიციას სწორედ მან ჩააბარა.

ადვოკატები 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ,რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებისგან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე. 

შეგახსენებეთ, რომ მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში 25 მარტს მოხდა. ავტომობილში ჩაცხრილეს 1 ადამიანი, 3 კი დაჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი  კრიმინალური წარსულის მქონე მალხაზ ბადუაშვილს უკავშირდება და სწორედ მისი ლიკვიდაცია უნდოდათ.

მსგავსი სიახლეები