ძალიან მძიმე კითხვები გვაქვს სახელმწიფოსთან - მიქელაძე "მელაძის შაბათის" მიერ გავრცელებულ კადრებზე
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ "მელაძის შაბათის" მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც პოლიციის განყოფილებაშია მოქალაქეებზე ძალადობაა ასახული, ძალიან მძიმე კითხვები არსებობს სახელმწიფოსთან.
მიქელაძეს აინტერესებს, რატომ მოხდა დანაშაულის გამოვლენა 4 წლის შემდეგ - მისი თქმით, კითვები არსებობს, როგორ არ იცოდნენ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ძალადობსი შესახებ სამმართველოს უფროსებმა და ზემდგომმა პირებმა.
ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მძიმე კითხვები გვაქვს სახელმწიფოსთან - ამ ინციდენტებთან დაკავშირებით, ალბათ მთავარი კითხვა არის, რომ 4 წლის განმავლობაში სად იყო სახელმწიფო და რატომ არ მოხდა რეაგირება? მოხდა თუ არა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის შესწავლა და როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ სამმართველოს უფროსმა, პოლიციის განყოფილების უფროსმა არაფერი იცოდეს ამის შესახებ? თუ ეს იყო იყო ნორმალური პრაქტიკა კონკრეტული პოლიციელების ქცევის, მაშინ 4 წლის ისინი არაერთი სხვა ადამიანის მიმართაც გამოიყენებდნენ ასეთ პრაქტიკას - მოხდა თუ არა სისტემური შეფასება, ყველა სხვა შემთხვევისა", - ამბობს თამთა მიქელაძე.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.