ყველას გრცხვენოდეთ, ვინც ამ ფაქტის "გათეთრებას" ცდილობთ! მთელი ხელისუფლებაა ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი - ირმა ინაშვილი

13.06.26 16:28
ყველას გრცხვენოდეთ, ვინც ამ ფაქტის "გათეთრებას" ცდილობთ! მთელი ხელისუფლებაა ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი - ირმა ინაშვილი

 

 

რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდა? - ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერის მიერ გავრცელებულ კადრებზე შსს-ს განცხადებას.

ინაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კითხვები აქვს - "4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?"

ყველას გრცხვენოდეთ, ვინც ამ ფაქტის "გათეთრებას" ცდილობთ! მთელი ხელისუფლებაა ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი - დაწერა სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილმა. 

რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდა? 2022 წელს "ქართული ოცნება" არ იყო ხელისუფლებაში? ან დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი? 
ან იქნებ სხვა დაკავებულები მსგავს ფაქტებზე არ ლაპარაკობდნენ 2023- 2024- 2025- 2026 წლებში?! ლაპარაკობდნენ, მაგრამ "პოლიციელი გმირია"-ს ბანერებს ურტყამდით თავში ამ ხალხს. მე დიდ პატივს ვცემ პატიოსან პოლიციელებს, ეს მათ იციან, მაგრამ ყველა პოლიციელი არაა გმირი და რაც ვიხილეთ, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ამდენი აგრესიის, ძალადობის, ბოღმის, უპატიებლობის, "ნულოვანი თანაგრძნობის" ფონზე! 
ყველას გრცხვენოდეთ, ვინც ამ ფაქტის  "გათეთრებას" ცდილობთ! მთელი ხელისუფლებაა ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი", - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი. 

"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა.  უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. 

შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები