ჩემი შვილი აწამეს, მაგრამ მარტო ჩემს კარზე არ აკაკუნებს პოლიცია - საბა სხვიტარიძის დედა
"ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ გავრცელებულმა კადრებმა, სადაც პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობაა ასახული, პატიმარ საბა სხვიტარიძის დედას, შვილის დაკავების შემდეგ განვითარებული მოვლენები გაახსენა.
ელენე ახობაძე ამბობს, რომ სწორედ ასე აწამეს საბა სხვიტარიძე პოლიციის განყოფილებაში, რაზეც პატიმარმა არაერთხელ მიუთითა და სასამართლოებზე ხმამაღლაც ისაუბრა.
მარტო ჩემს კარზე არ აკაკუნებს პოლიცია, ეს თქვენც შეგეხებათ - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა.
არ არის მარტო ჩემზე, რომ ჩემი შვილი აწამეს, ჩემი შვილი გამოკეტეს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში. ეს პრობლემა გახდება ყველასი, მარტო ჩემს კარზე არ აკაკუნებს პოლიცია, მარტო ჩემს კარზე სამინისტრო არ მოდის და მარტო მე არ მებრძვის რეჟიმი. რეჟიმი ებრძვის სრულიად საქართველოს", - ამბობს ელენე ახობაძე.
დღეს ციხიდან წერილი გაავრცელა საბა სხვიტარიძემაც:
"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.