ყალბი ოქმები და გამქრალი მტკიცებულებები - რა სქემით აფარებენ ხელს მოძალადე პოლიციელებს
ყალბი ოქმები, ცრუ მოწმეები და გამქრალი მტკიცებულებები — როგორ ფარავს სისტემა პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებს? სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეყვანილი ყოველი მეხუთე პირი სხეულზე დაზიანებებით ხვდება, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში ძალადობის კვალი ხშირად საერთოდ არ ფიქსირდება. შედეგად, მოქალაქე ოქმებში უვნებლად არის მითითებული, რეალურად კი დაზიანებებით იმყოფება.
ანგარიშში საუბარია კიდევ ერთ საგანგაშო პრობლემაზეც - სავარაუდო ზეწოლაზე სამედიცინო პერსონალის მიმართ. დოკუმენტის მიხედვით, რიგ შემთხვევებში ექიმებს არ აქვთ შესაძლებლობა დაზარალებულებთან კონფიდენციალურად ისაუბრონ, რადგან იზოლატორის თანამშრომლები კაბინეტებთან იმყოფებიან ან პროცესს აკვირდებიან.
ომბუდსმენის შეფასებით, მსგავსი გარემოებები ძალადობის შესაძლო ფაქტების სრულფასოვან აღრიცხვასა და შემდგომ გამოძიებას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ზღუდერის მე-7 საუკუნის ბაზილიკის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს - ვინ გასცა ნებართვა?
ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანახავად ჩასულებს ისტორიული ბაზილიკის ნაცვლად ბეტონის ახალი ნაგებობა დახვდათ