ქობულეთის პოლიციის სკანდალი - დაფარული დანაშაულები თუ სისტემური ძალადობა?
ძალადობის ამსახველმა კადრებმა, რომელიც პოლიციის განყოფილებაშია გადაღებული, საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. „შაბათის ეთერში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, დრო იწურება და დადგა მომენტი, როდესაც საჭიროა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბება და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმის დასრულება.
იურისტების შეფასებით, ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში დაფიქსირებული ფაქტები წამების ნიშნებს შეიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეების მიმართ ჯგუფური ძალადობის ამსახველი ვიდეოები თავად მონაწილეებმა გადაიღეს და შეინახეს. ამასთან, ირკვევა, რომ არსებობს კიდევ 33 ვიდეოფაილი, რომლებიც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლების შესაძლო სამართალდარღვევებსა და მძიმე დანაშაულებს ასახავს. როდის გახდება ეს მასალები საჯარო, ჯერჯერობით უცნობია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ზღუდერის მე-7 საუკუნის ბაზილიკის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს - ვინ გასცა ნებართვა?
ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანახავად ჩასულებს ისტორიული ბაზილიკის ნაცვლად ბეტონის ახალი ნაგებობა დახვდათ