49 წლის მეცხვარე გონების დაკარგვამდე სცემეს - რა მოხდა დმანისში
დმანისში 49 წლის მეცხვარის სასტიკი ცემის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. დაზარალებული აცხადებს, რომ მას ხუთი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა შემთხვევიდან ხუთი დღის შემდეგაც თავდამსხმელები თავისუფლებაში რჩებიან. მისი თქმით, სამართალდამცველები ბრალდებულებს მფარველობენ.
მეცხვარის მონათხრობის მიხედვით, თავდამსხმელები მას სამუშაო იარაღებით, ხელკეტებითა და წიხლებით სცემდნენ. კაცი უგონო მდგომარეობაში დატოვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაზარალებული ძალადობის ორგანიზატორად ფარიზ ალიევს ასახელებს.
ამასთან, მისი განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში მას დოკუმენტზე ხელის მოწერას სთხოვდნენ, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელების მიმართ პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში
მსგავსი სიახლეები
ზღუდერის მე-7 საუკუნის ბაზილიკის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს - ვინ გასცა ნებართვა?
ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანახავად ჩასულებს ისტორიული ბაზილიკის ნაცვლად ბეტონის ახალი ნაგებობა დახვდათ