ზღუდერის მე-7 საუკუნის ბაზილიკის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს - ვინ გასცა ნებართვა?
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, მე-7 საუკუნის ზღუდერის ბაზილიკის ნანგრევების ადგილზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანახავად ჩასულებს ისტორიული ბაზილიკის ნაცვლად ბეტონის ახალი ნაგებობა დახვდათ, რომლის მოსაპირკეთებლად, სავარაუდოდ, ძველი ტაძრის ნანგრევებიდან შემორჩენილი ქვების გამოყენებას გეგმავენ.
ხელოვნებათმცოდნეები მომხდარს კულტურული მემკვიდრეობის მძიმე დაზიანებად აფასებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები გელათისა და სხვა ისტორიული ძეგლების ირგვლივ განვითარებულ პროცესებს აგონებთ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოვლინდა და საპატრიარქოს სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა, მათი თქმით, რეკომენდაცია არ შესრულებულა. სააგენტოში განმარტავენ, რომ ტერიტორიის მესაკუთრე საპატრიარქოა და სამუშაოების შეჩერებაც სწორედ მის პასუხისმგებლობაში შედიოდა.
ვრცლად ნახეთ ქრისტი მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში.