ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ქართული ოცნება" რეჟიმად მოიხსენია

15.06.26 12:38
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ქართული ოცნება" რეჟიმად მოიხსენია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ "ქართული ოცნება" რეჟიმად მოიხსენია. ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ცაჰკნამ თქვა, რომ სწორედ "ოცნებამ" აირჩია არასწორი გზა, რომელსაც საქართველო ევროკავშირისკენ არ მიჰყავს. 

ევროპელმა პოლიტიკოსმა მიმართა ქართველ ხალხს და მათ მოქმედებისკენ მოუწოდა - "გთხოვთ, უბრალოდ იმოქმედეთ, არ დაკარგოთ იმედი". 

ცაჰკნამ "ევროსკოპს" ასევე უთხრა, რომ განიხილება სანქციები როგროც საქართველოს წინააღმდეგ, ისევე კონკრეტული პირების მიმართაც.

ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს რეჟიმმა სრულიად არასწორი გზა აირჩია, რომელიც არ მიემართება ევროკავშირისკენ. თუმცა, ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი, ვისაც ნამდვილად სურს ამ კურსის შენარჩუნება, არის ის, რომ არ დაკარგონ იმედი. და, გთხოვთ, უბრალოდ იმოქმედეთ იმ იმედით, რომელსაც მომავლის მიმართ ფლობთ, რადგან, როგორც სომხეთის გამოცდილებამაც აჩვენა, თუ ხალხს სურს, საბოლოოდ შესაძლებელია ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ევროპული გზა გაიხსნას. ასე რომ, მთავარია არ დაკარგოთ იმედი, რადგან ევროპა საქართველოსთვის ღია დარჩება.

დიახ, ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ისევე როგორც კონკრეტული პირების მიმართ. ესტონეთმა ეროვნული სანქციების სიაში უკვე შეიყვანა ადამიანების საკმაოდ გრძელი სია. თუმცა, ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ეს ზეწოლა იმუშავებს. მაგრამ ეს არ არის ევროკავშირის გადასაწყვეტი, ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რას გააკეთებს. ვფიქრობ, ეს ქართველ ხალხზეა და ჩვენ, ესტონელებს, ნამდვილად გვესმის, რომ სიტუაცია რთულია", - განაცხადა ცაჰკნამ. 

მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირი გაწევრიანების პირველ კლასტერს უხსნის. ამ წუთებში, ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. 

იმ დროს როცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე პირველ კლასტერს ხსნიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უვადოდ არის გაყინული. მეტიც, სასწორზე დევს ევროკავშითან უვიზო მიმოსვლის საკითხიც. 

ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კი დღეს ოფიციალურ დონეზე მწვანე შუქს აუნთებენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ უნგრეთის ვეტო დაძლეულია - უკრაინა და მოდლოვა კი ბრიუსელისგან 3-3 მილიარდი ევროს ფინანსურ კონტრიბუციას მიიღებენ. ამ ისტროიულ მონაპოვარს ირაკლი კობახიძე  "სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასად" წარმოაჩენს.

 

მსგავსი სიახლეები