მინისტერიალი ლუქსემბურგში - "დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ ქვეყნებისთვისაც, რომელთაც EU-ს გაწევრიანება სურთ"
ლუქსემბურგში მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც დღეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნება მიღებული - უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირი გაწევრიანების პირველ კლასტერს უხსნის.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიერ ბეტელმა განაცხადა, დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ ქვეყნებისთვისაც, რომელთაც EU-ს გაწევრიანება სურთ.
დღეს ასევე მნიშვნელოვანი დღეა ლუქსემბურგში ზოგიერთი ქვეყნისთვის, ზოგიერთი ახალი ქვეყნისთვის, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ასე რომ, კიდევ რამდენიმე ნაბიჯია გადადგმული სწორი მიმართულებით, თუმცა გასავლელი გზა ჯერ კიდევ არის და ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. თუმცა, მოხარული ვარ, რომ წინ მივიწევთ, რათა მათ დაინახონ, რომ კვლავ სასურველნი არიან, თუმცა საშინაო დავალებები მაინც შესასრულებელია", - განაცხადა ქსავიერ ბეტელმა.
მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირი გაწევრიანების პირველ კლასტერს უხსნის. ამ წუთებში, ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
იმ დროს როცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე პირველ კლასტერს ხსნიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უვადოდ არის გაყინული. მეტიც, სასწორზე დევს ევროკავშითან უვიზო მიმოსვლის საკითხიც.
ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კი დღეს ოფიციალურ დონეზე მწვანე შუქს აუნთებენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ უნგრეთის ვეტო დაძლეულია - უკრაინა და მოდლოვა კი ბრიუსელისგან 3-3 მილიარდი ევროს ფინანსურ კონტრიბუციას მიიღებენ. ამ ისტროიულ მონაპოვარს ირაკლი კობახიძე "სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასად" წარმოაჩენს.