ალეკო ელისაშვილმა პროცესზე იმ პოლიციელს დაუსვა კითხვები, რომელმაც მისი თქმით, დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენა

15.06.26 13:43
ალეკო ელისაშვილმა პროცესზე იმ პოლიციელს დაუსვა კითხვები, რომელმაც მისი თქმით, დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენა

ალეკო ელისაშვილის პროცესი - დღეს სასამართლოში იმ მოწმე- პოლიციელს უსმენდნენ, ვისაც დაპატიმრებული პოლიტიკოსი არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშულებს.

ელისაშვილი მოსამართლეს უყვებოდა, რომ დაკავების შემდეგ მასზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებში,  უშუალოდ მოწმე, შოთა ჭიპაშვილი მონაწილეობდა. მან დეტალურად გაახსენა ის სიტყვები, რითაც დაპატიმრებული პოლიტიკოსის თქმით,  პოლიციელი მიმართავდა. 

ელისაშვილი: რომ შემოვიდა ერთ-ერთი კაცი, ღაბაბიანი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, აშკარად იყო მაღალჩინოსანი პოლიციის, შემაგინა, მეც შევაგინე. მოვიდა თუ არა, ძალიან საზიზღარი სიტყვებით მომმართა, გახსოვთ თუ არა? 

მოწმე: პატივი ვცეთ ერთამენთს, ბატონო მოსამართლე, არ ყოფილა მსგავსი რამე.

ელისაშვილი: მე რომ გავეცი პასუხი, მოხვედი თუ არა ჩემგან ძლიან ახლოს და დაიწყე თუ არა ყვირილი, რომ "რეებს იძახი, უზრდელობ" - იყო თუ არა ასეთი რამე? 

მოწმე: არ ყოფილა.

ელისაშვილი:  როცა ხელბორკილები შემიცვალე, გითხარი თუ არა რომ მიჭერდა და წინ გადმიგეტანათ?

მოწმე: მოპყრობა როგორი იყო. არათუ მოშვებული იყო, წინ მქონდა გადმოტანილი, გარკვეული პერიოდი.

ალეკო : გადმომიტანე?

მოწმე: კი. დისკომფორტი რომ არ ყოფილიყო. განყოფილებაში ძალიან მალე მივედით. მერე უკან გადმოგიტანეთ.

ელისაშვილი: პოლიციელმაც გითხრა გადაუტანეო, შენ უთხარი კატეგორიული უარი

მოწმე: არ მახსენდება

ელისაშვილი: წყალი მინდათქო რომ გითხარი და დიდხანს უარს არ მეუბნებოდი

მოწმე: ჩვენ შევთავაზეთ იქეთ.

ელსიაშვილი: აქციაზე ხალხი რომ დადიოდა იმათ აყენებდი თუ არა შეურაცხყოფას,  განულებული ხარ, ხალხთან წამოდი და ვკითხოთ ხლახსო,  ამას მეუბნებოდი თუა რა

მოწმე: არ მახსოვს

ელისაშვილი: მართმადიდებელი ხარ? რატომ იტყუები?!

მოწმე: თქვენი განსახილველი არაა.

ელისაშვილი: "მინივინეში" რომ ჩავჯექით, იგივეს იმეორებდი თუ არა, ჩემთან პოლიტიკური დებატები გქონდა, მაგინებდი, ნოლი ხარო. სასწრაფო რომ მოვიდა და ბრიგადა უნდა შემოსულიყო,  მარტო მაშინ გადმიმიტანეთ ხელბორკილი თუ არა?

მოგეთხოვება ყველა შენი სიტყვისა და ქმედების გამო - მიმართა დაპატიმრებულმა პოლიტიკოსმა სიტყვის დასასრულს მოწმეს. 

ამის შემდეგ მოსამართლე გელაშვილმა ელისაშვილი გააფრთხილა და უთხრა, რომ თუ კიდევ გააგრძელებდა საუბარს, მას გააძევებდა დარბაზიდან.

მოწმის დაკითხვის შემდეგ, ელისაშვილი დაინტერესდა, მისცემენ თუ არა პასუხისგებაში პოლიციელს, რომელმაც მისი შეფასებით, ცრუ ჩვენება მისცა. მოსამართლემ მას უთხრა, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაზე პასუხისგების საკითხი დგება.

თუ მოწმე მისცემს ცრუ ჩვენებას, ამისთვის არის პასუხისმგებლობა, მისი ჩვენება შედარდება მტკიცებულებებს , გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებს და შემდეგ დადგინდება არის თუ არა ცრუ ჩვენება-თქვა გელაშვილმა.

ამასთან, როგორც "პირველების" კორესპოდენტი სასამართლოდან იტყობინება, პოლიტიკოსის ადვოკატები დაინტერესდნან, რატომ არ დევს ელისაშვილი საქმეში სამხრე კამერის ჩანაწერები.

იურისტების შეკითხვას მოწმემ უპასუხა, რომ მისი მეწყვილე სრულად იღებდა, რა ხდებოდა სასამართლოს კანცელარიაში, შესაბამისად, სამხრე კამერის ჩანაწერზე უნდა იყოს აღბეჭდილი, როგორ აყენებდნენ ბრალდებულის მტკიცებით, შეურაცხყოფას დაკავებულ პოლიტიკოსს. 

  • ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

მსგავსი სიახლეები