შენ ელაპარაკე ბებიაჩემს საფლავში, ნაძირალა - დაპირისპირება საზმაუს ბორდის სხდომაზე
ხმაური და დაპირისპირება იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ერთმანეთს სამეურვეო საბჭოს წევრები, ტელევიზიის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა დაუპირისპირდნენ. არხის მემონტაჟემ ტელევიზია გულგრილობაში დაადანაშაულა და სხვა შემთხვევაც გაიხსენა, კონკრეტულად დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად გამართული მარათონი, რომელიც მისი თქმით, მკაფიოდ წარმოაჩენს არხის დამოკიდებულებას.
როდის შეიძლება, რომ ადამიანი იყოს გულგრილი. აქ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე დავიწყებდი ბოდიშით. ლიზას მივესალმებიო, სწორედ იმიტომ, რომ თქვენ აყენებთ იმ დამსახურებულ კოლეგებს ბოდიშის მდგომარეობაში, იმ განცხადებიდან გამომდიანრეც, რაც ოფიციალურად დაიდო. ოფიციალური განცხადება არაფერს არ ამბობს, გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანი, ასე ავტომატურ რეჟიმში გამოირთო და ბოდიშიც არ არის მოსახდელიო, ეს უკვე იმ მიძღვნილ სპეციალურ ტექნიკურ ახსნა-განმარტებით ეთერს ეხებოდა. დიუშენის სინდორმის მქონე ბავშვების მარათონის შესახებ მე შიდა ჯგუფში დაგისვით საკითხი და ვითხოვე, ყოველგვარი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ამის გაუთვალისიწინებლად, იქნებ ბავშვებისთვის, ვიცი, რომ ტექნიკურად რთული საკითხია და იქნებ გააკეთოთ რამე. შემდეგ ილიაუნმა გააკეთა 2 მილიონამდე თანხა თუ მეტიც, შეაგროვა და შეგროვების პროცესშივე ვითხოვე მოამბის ეთერში საინფორმაციო მხარდაჭერა მაინც, რომ გამოაცხადოთ და ანგარიში დაურთოთქო, არც მაგაზე იქნა გამოხმაურება. დგას საკითხი ძალიან მწვავედ, სისხლის სამრთლებრივი საქმეა გულგრილობა. მაგალითის სახით, გიხდით ბოდიშს, თუ კი ჩემგან რაიმე შეურაცხყოფილი მოგისმენიათ, - ამბობს მემონტაჟე, როდესაც ბორდის ერთ-ერთმა წევრმა, გია იაკობაშვილმა სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, “თავის ქებას მორჩენილიყო.“
ამის შემდეგ სიტყვით ლიკა ბასილაია - შავგულიძემ ისარგებლა. პირველი არხის ბორდის წევრმა 10 წლის ბავშვის დაცემის შემდეგ საზოგადოების მხრიდან გამოჩენილ სოლიდარობაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ამ შემთხვევაშიც იაკობაშვილის რეპლიკა “გაუხარდათ ბავშვის წაქცევა“, მოჰყვა. საბოლოოდ შავგულიძე კოლეგას დაუპირისპირდა.
ეს არის შენი ინტერპრეტაცია, შენი მოსაზრება, იმიტომ, რომ შენ არ ხარ ობიექტური, შენ ელაპარაკე ბებიაჩემს საფლავში, სადაც წევს, შე ნაძირალა, ერთხელ მოგხვდა მაგის გამო, კიდევ მოგხვდება, თავხედო. კორუმპირებული მასა, წავედი აქედან - უთხრა მას შავგულიძემ და სხდომა დატოვა.
საზოგადოებრივ მაუწყებელში ბორდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც 10 წლის გოგონას დაცემის საკითხს განიხილავენ.
კადრებმა, სადაც ჩანს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში 10 წლის გოგონა დაეცა, ხოლო მის დასახმარებლად რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ინციდენტი 9 ივნისს დღის გადაცემაში მოხდა, როცა "პირველ არხზე" "სიმღერის აკადემიის" წევრები იყვნენ მიწვეულები.
ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული უწყვეტი კადრიდან ჩანს, რომ ბავშვის დაცემის შემდეგ, ნომერი ჩვეულებრივ გაგრძელდა და მოზარდი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იატაკზე იწვა.
განცხადება გაავრცელა პირველმა არხმა, სადაც წერდა, რომ არხის ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ დაინახა, როგორ დაეცა 10 წლის ბავშვი პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას.
განმარტების გაკეთება მოუწია “სიმღერის აკადემიასაც” - მათი თქმით, "პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა".
10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია ამბობს, რომ საქმეზე სამართლებრივ დავას დაიწყებს.