Freedom House-ი სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის ჯილდოს გადასცემს

15.06.26 22:23
Freedom House-ი სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის ჯილდოს გადასცემს

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის, Freedom House-ი სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის ჯილდოს გადასცემს

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ჯილდოს გადაცემის სპეციალურ საზეიმო ცერემონიას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია დღეს ვაშინგტონში გამართავს.

ორგანიზაციის განმარტებით, ეს ჯილდო ბოლო წლებში სალომე ზურაბიშვილის განსაკუთრებული როლის ხაზგასმაა საქართველოს ევროპული კურსისა და დემოკრატიული განვითარების დაცვის საკითხში.

ასევე, პრეზიდენტ ზურაბიშვილისათვის 2026 წლის მარკ პალმერის პრემიის გადაცემა, მისი პრინციპული ლიდერობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების აღიარებაა," - აღნიშნულია პრესრელიზში.

მსგავსი სიახლეები