ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - შსს-მ 2 პირი დააკავა

16.06.26 10:40
ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - შსს-მ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების და მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და  სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და  სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები