ილია თოფურია ვაშინგტონის საავადმყოფოდან გაწერეს

16.06.26 16:30
ილია თოფურია ვაშინგტონის საავადმყოფოდან გაწერეს

ილია თოფურია ვაშინგტონის საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას Eurosport-ი ავრცელებს.

Eurosport-ისა და ABC-ის ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, "ელ მატადორს" ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს, თუმცა ძვლების ცდომის გარეშე და ოპერაცია საჭირო არ იქნება.

ალვარო კოლმენეროს თქმით, დაზიანებების გამო ილია თოფურია წლის ბოლომდე შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. 

შეგახსენებთ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. მან ბრძოლისას სახის არეში დაზიანებები მიიღო.

მსგავსი სიახლეები