სოცდახმარება 41 ათასამდე ადამიანს შეუწყდა - ეკონომისტები “ციფრებით ჟონგლიორობაზე“ საუბრობენ
თითქმის 41 ათასი სოციალურად დაუცველების სიიდან 1 თვეში ამოწერეს - სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, აპრილიდან მაისამდე მოქალაქეების მდგომარეობა ისე გაუმჯობესდა, რომ 40 ათასზე მეტ ადამიანს სოციალური შემწეობა აღარ სჭირდება.
ბოლო 1 წლის სურათი კიდევ უფრო გასაოცარია - წინა წლის მაისიდან 100 ათასზე მეტ მოქალაქეს შეუწყდა დახმარება.
ეკონომისტების თქმით, საქმე გვაქვს დანაშაულთან, სავარაუდოდ, ბიუჯეტის თანხების ფლანგვასთან და აუცილებელია, ამ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირები გამოვლინდნენ.
ბიუჯეტში შემოსავლების ვერ ზრდის გამო, გადასულია "ქართული ოცნების" ეს მთავრობა ხარჯების ოპტიმიზაციაზე და ყველა მიმართულებით ცდილობს, რომ ხარჯები შეამციროს და შესაბამისად ამ დაახლოებით 100 ათასი ადამიანი "გაცხრილვით" ამ სიიდან, ის ზოგავს თანხებს.
როგორც ჩანს, ვიღაცამ მიიღო "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე ამ ადამიანებს უნდა მიეღოთ სოციალური დახმარება მაშინ, როდესაც ამ სოციალური დახმარების მიღების საფუძველი არ არსებობდა, აქ უკვე საუბარი არის სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვასთან.
ეს ისტორია ძალიან ჰგავს დასაქმების პროგრამას, რომელსაც ირაკლი კობახიძემ უწოდა ფიქტიური და უსარგებლო. აქაც 400 მილიონი დაიხარჯა როგორც ჩანს არაფერში, აქაც გაიფლანგა ასეულობით მილიონი ლარი - ვინ აგებს ამაზე პასუხს? - ეს მოტივაციაც არსებობს ხომ, როგორ დავაკავშიროთ აბსოლუტური სიღარიბის მინიმუმამდე დაყვანა რეალურ სიღარიბის შემცირებასთან. აქ უკვე 700 ათასი სოციალური დახმარების მიმღები არის უკვე თავის ტკი8ვილი," - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კი ფიქრობს, რომ ეს რიცხვებით მანიპულაციაა.
რაც შეეხება ამ ციფრებით ჟონგლიორობას, რომ უცბად მოაკლდა 40-50, კიდევ და კიდევ ერთი საზარელი დიქტატორის სიტყვები რომ გავიხსენოთ - ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ათასობით ადამიანის უკვე სტატისტიკა, სამწუხაროდ, იმ საშინელი დიქტატორის გზას ადგანან და რა თქმა უნდა, არც ამ 40 ათასი ადამიანის სიცოცხლე გაუმჯობესდა, რომელიც ამ სტატისტიკიდან ამოვარდა, რომელიც აქ რომ იყვნენ ძალიან ცუდი იყო.
იმ ადამიანებზე არ უნდა დავამტვრიოთ ჩვენ ეს ჯოხი, ის ადამიანები არიან ჩვეულებრივი მსხვერპლი. მცირე ჯგუფი, რომელიც თავზე აზის ამ ყველაფერს და პასუხისმგებლობას ბრუტალურად აიგნორებს, აგდებს აქეთ და უგდებს, აი მაგალითად 40 ათასი ადამიანი თურმე ტყუილად იყვნენ იქ შეყვანილი, თითქოს ეს 40 ათასი ადამიანი შტურმით შევარდა იქ და ძალით ჩააწერინეს იარაღის მუქარით, რომ 200 ლარის შემწეობა მიეღოთ," - ამბობს ნიკა ალავიძე.