მოაჯირზე გადახტომის გამო პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭი ოთახში გამოკეტა - ვიკა ბუკია ვიდეოს აქვეყნებს

16.06.26 18:28
მოაჯირზე გადახტომის გამო პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭი ოთახში გამოკეტა - ვიკა ბუკია ვიდეოს აქვეყნებს

 

 

 

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში დელისის მეტროში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მოაჯირზე გადახტომის გამო პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭი ოთახში გამოკეტა და წინააღმდეგობის მიუხედავად, არ უშვებდა.

ბუკიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მან კამერა ჩართო და გადაღება დაიწყო, მეტროს პოლიციის თანამშრომელმა ტონი შეცვალა, თუმცა გაფრთხილება მაინც დაკეტილი კარის მიღმა მისცა.

მოაჯირზე გადახტომის გამო პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭი რაღაც ოთახში გამოკეტა. ეს ბიჭი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მოდი აქ ვის ებლატავებიო. სხვა თანხმლები ბიჭებიც ეუბნებოდნენ სად მიგყავსო. შემთხვევით შევესწარი ამ სცენას. თქვენ ვინ გეკითხებათო პოლიციელი ეუბნებოდა. იძულებული გავხდი კამერა ჩამერთო. დამინახა თუ არა, ჰოი, საოცრებავ, შეიცვალა საერთოდ. სახის გამომეტყველებაც და ტონიც. მაგრამ ბიჭს არ უშვებდა ოთახიდან, სრულიად გაუგებარი მიზეზით. თითქოს გარეთ ვერ ეტყოდა, რომ მოაჯირზე გადახტომა არ მოსულა,- წერს ბუკია.