სისხლიანი ანგარისწორება თბილისში - ნიკა ქარელაშვილის მეგობარს ბრალი წაუყენეს

16.06.26 21:13
სისხლიანი ანგარისწორება თბილისში - ნიკა ქარელაშვილის მეგობარს ბრალი წაუყენეს

 

 

ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი კრიმინალური გარჩევის დროს მოკლული ნიკა ქარელაშვილის მეგობარს ბრალი წაუყენეს. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკიდან პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მას ბრალდების შესახებ აცნობეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს და საქმეზე განმარტებებს არ აკეთებს.

დეტალებზე ვერ ისაუბრებ გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მხოლოდ გადმოგვეცა ბრალდების შესახებ დადგენილება, ოფიციალურად წარედგინა ბრალი. ერთადერთი შემიძლია დაზუსტებით გითხრათ ის, რომ ბრალი ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. რაც შეეხება ბრალის შესახებ პოზიციებს, საერთო პოზიციით, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას და გამოძიების ეტაპზეც მან გამოიყენა დუმილის უფლება. 

რაც შეეხება მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ფიზიკურად ხელის არეშ არის დაჭრილი, რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მან გუშნ საავადმყოფოში ჩემგან გაიგო მისი ახლო მეგობრის გარდაცვალების შესახებ და ბუნებრივია, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ არის, - ამბობს ქარელაშვილის ადვოკატი. 

სისხლიანი ანგარიშსწორები შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი პირი, ასევე ნიკა ქარელაშვილის მეგობარი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მას მძმე დაზიანებები აღენიშნება და ორი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი გამოკითხვა ჯერჯერობით ვერ ხერხედება. 

პარალელურად, სამართალდამცველებმა დილიდან საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ქურდიანის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ჩხრეკები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობდა. პოლიცია ათამდე პირის საცხოვრებელ სახლში შევიდა და მტკიცებულებები ამოიღო.

გამოძიების ფარგლებში არ გამორიცხავენ, რომ საქმეზე ბრალდებულთა და დაკავებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები