სასახლის ღობის საქმე - 13 პირის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

17.06.26 09:59
სასახლის ღობის საქმე - 13 პირის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

სასახლის ღობის საქმე - 13 პირის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

ეს ერთადერთი ეპიზოდია, სადაც ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება არ უფორმდებათ.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულებმა საბოლოო სიტყვები უნდა წარმოთქვან, რის შემდეგაც, მოსამართლე თამარ მახარობლიძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ავთანდილ თოფჩიშვილს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები