ბიძინა ივანიშვილი ოთხი შვილის დედას კლავს ციხეში - ეკა გიგაური

17.06.26 13:50
ბიძინა ივანიშვილი ოთხი შვილის დედას კლავს ციხეში - ეკა გიგაური

ბიძინა ივანიშვილი ოთხი შვილის დედას კლავს ციხეში! - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას.

გიგაური ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ქალის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობას" რამდენიმე კვირაა აქვს ინფორმაცია, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარი ტავდ ხოშტარიას არ სურდა.

რატომ? იმიტომ, რომ ღირსეული ადამიანია. იმიტომ, რომ არაფერს სთხოვს ამ რეჟიმს. იმიტომ, რომ საკუთარი ტკივილის გამოყენებაც კი არ სურს - წერს ეკა გიგაური სოციალურ ქსელში. 

ეს არის საქართველო, რომელსაც ის აშენებს! ქვეყანა, სადაც ნულოვანი თანაგრძნობა ხელისუფლების მთავარი პრინციპია. ქვეყანა, სადაც ადამიანურობას და ღირსებას არაფრად მიიჩნევენ და პოლიტიკური ანგარიშსწორება ყველაფერზე მაღლა დგას.
ქართულ ტრადიციებში დედის, ქალის და ოჯახის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება იყო. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მტკივნეული იმის ყურება, თუ როგორ ექცევა ეს ხელისუფლება ოთხი შვილის დედას.
ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა ვიცით. ის თავად არ გვაძლევდა უფლებას, ამაზე საჯაროდ გვესაუბრა. რატომ? იმიტომ, რომ ღირსეული ადამიანია. იმიტომ, რომ არაფერს სთხოვს ამ რეჟიმს. იმიტომ, რომ საკუთარი ტკივილის გამოყენებაც კი არ სურს.
მინდა, რომ ელენე კარგად იყოს. მინდა, რომ გადაურჩეს ამ უღირსი ხელისუფლების არაადამიანურ მეთოდებს. მინდა, რომ მისმა შვილებმა დედა ჯანმრთელი და თავისუფალი იხილონ.
ჩვენი ძლიერი, მამაცი და მებრძოლი ელენე".- წერს ეკა გიგაური. 

დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. 

შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

 

მსგავსი სიახლეები