ჯიმ რიში: დიდი პატივი იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მასპინძლობა აშშ-ის კაპიტოლიუმში
სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, მისთვის დიდი პატივი იყო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მასპინძლობა აშშ-ის კაპიტოლიუმში, სადაც აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე განხილვა გაიმართა.
ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მასპინძლობა აშშ-ის კაპიტოლიუმში, სადაც დროული განხილვა გვქონდა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე.
აშშ კვლავ ერთგულია, მხარი დაუჭიროს ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რათა მათ აღადგინონ თავისუფლება, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა თავიანთ პოლიტიკურ სისტემაში.“- თქვა რიშმა.