კანადელ ტურისტს რომელიც აეროპორტში ADHD-ს წამლისთვის დააკავეს, საპროცესოს გაუფორმებენ
22 წლის კანადელი ტურისტს, რომელიც თბილისში საზღვარზე სამკურნალო მედიკამენტ „ადერალის“ გამო დააკავეს, საპროცესოს გაუფორმებენ - ინფორმაციას რადიო თავისუფლება ბრალდებულის ადვოკატის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გიგა ბაკურაძეს თქმით, შეთანხმება „დაცვის მხარისთვის მისაღები პირობებით გაფორმდება“ და ბრალდებული საპატიმროს 30 000-ლარიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ დატოვებს.
იურისთის თანახმად, 25 ივნისს დანიშნულ წინასასამართლო სხდომამდე საპროცესო შეთანხმების ოქმები უკვე ხელმოწერილი იქნება და დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება.
საიმონ როვენსკი საქართველოში 30 აპრილს დააკავეს. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მისი ბარგის შემოწმებისას აღმოაჩინეს მედიკამენტი ადერალი (Adderall), რომელსაც ის ADHD-ის, იგივე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სამართავად ექიმის დანიშნულებით იღებს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, როვენსკის თან არ ჰქონდა რეცეპტი - დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა მსგავსი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანისას.