მაკო გომური: გახარიას წინააღმდეგ მოწმედ დამიბარეს

17.06.26 16:55
მაკო გომური: გახარიას წინააღმდეგ მოწმედ დამიბარეს

20 ივნისის საქმე - მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ დაიბარეს. 

დაზარალებული, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა, ამბობს, რომ არალეგიტიმურ სასმართლოში მისვლას არ აპირებდა, თუმცა უთხრეს, რომ შეიძლებოდა გამოკითხვაზე პოლიციის ძალით მიეყვანათ.

გომურის თქმით, ოჯახის წევრებს ამ სადარდებელს ვეღარ დაუმატებს. 

20 ივნისის საქმეზე გახარიას წინააღმდეგ მოწმედ დამიბარეს დღეს ხუთ საათზე. ზუსტად ვიცი რომ სულ შემაწუხებს ამას თუ გავაკეთებ, იმიტომ რომ თუ ვთანხმდებით რომ ქოცების სასამართლო არალეგიტიმურია, მაშინ ყველანაირად არალეგიტიმური უნდა იყოს. კიდევ უფრო ცუდია იმის გააზრება, რომ ქოცებს ხელებიდან ჭუჭყის ჩამობანაში ვეხმარები ამ ჩვენებით. არავის ეგონოს, რომ გახარიას ვიცავ, ჩემზე მეტად არავის უნდა ალბათ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი 20 ივნისის საქმეზე, მაგრამ ყველა დამნაშავემ და არა მხოლოდ ერთმა დამნაშავემ. უბრალოდ აი ამ ცირკში ძალიან არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ თუ არ მოხვალ პოლიციის ძალით მოგიყვანთო და ისედაც ჩემით განერვიულებულ ოჯახის წევრებს ამ სადარდებელს ვეღარ დავუმატებ. (გულწრფელად, ერთი ეგ დაბრკოლება მაქვს რომ არ მივიდე 😀). არ ვიცი, ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ თავს იქ მისვლით და აჰა, გაგიზიარებთ თქვენც.
ნეტა როდუს მოგვშორდება ეს ბოროტება ქვეყნიდან 😀
ასე რომ ვიშ მი ლაქ გაიზ, თუ თავში რამე გადამიტრიალდა და დამიჭირეს, აქციები არ გამართოთ ჩემს გამო", - წერს მაკო გომური.  

მაკო გორმუმა 2019 წელს, 20 ივნისს, დარბევის დროს, თვალი დაკარგა.

20 ივნისის საქმეზე ყოფილ პრემიერსა და გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

 

მსგავსი სიახლეები