ლევან ხაბეიშვილი ევროსაბჭოს წამების კომიტეტმა მოინახულა - ადვოკატი

17.06.26 17:29
ლევან ხაბეიშვილი ევროსაბჭოს წამების კომიტეტმა მოინახულა - ადვოკატი

ლევან ხაბეიშვილი რუსთავის ციხეში ევროსაბჭოს წამების კომიტეტმა მოინახულა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ავრცელებს. 

უფლებადამცველის ინფორმაციით, ენმ-ს დაკავებულ ლიდერთან საუბარი შეეხო მის "გატაცებას, წამებასა და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას".

დღეს, პოლიტპატიმარი ლევან ხაბეიშვილი მოინახულა ევროსაბჭოს წამების კომიტეტმა. ხაბეიშვილთან საუბარი შეეხო მის გატაცებას , წამებასა და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას.
წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი,
ევროსაბჭო დაინტერესებულია 
საქართველოში იყოს სამართლიანობა და ადამიანის უფლებები დაცული", - წერს ლაშა ტყეშელაძე. 

მსგავსი სიახლეები