პატარიძე: ხოშტარიას ადვოკატების განცხადებები სამედიცინო მომსახურებაზე „მტკნარი სიცრუეა“
პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თურქი ექიმების რეკომენდაციები პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულისგან 2 მაისს მიიღო, რის შემდეგაც დაიგეგმა შესაბამისი კონსულტაციები და კვლევები, ხოლო ადვოკატების განცხადებები, თითქოს უწყებას მათ წერილებზე პასუხი არ გაუცია, „მტკნარი სიცრუეა“.
რაც შეეხება კონკრეტულ მსჯავრდებულს, დღე მისმა ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს მორიგი მტკნარი სიცრუე, ვითომდა თურეთის მხარისგან მათ მიიღეს სამედიცინო რეკომენდაციები და 4 თვის წინ გადმოსცეს პენიტენციურ სამსახურს. რა თქმა უნდა, ეს არის მტკნარი სიცრუე. ეს წერილი, რეკომენდაცია, თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 2 მაისს, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაიგეგმა შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოძება და უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. ამის შემდეგ, უკვე 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და დღეს უკვე გაწეული აქვს შესაბამისი კვლევის შემდგომი კონსულტაცია.
ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო დღეს ბრიფინგზე მსჯავრდებულის ადვოკატების მიერ გავრცელებული მორიგი მტკნარი სიცრუე, ვითომდა დაახლოებით ორი კვირის წინ მათ მოგვმართეს წერილით და დღემდე არ აქვთ მიღებული პასუხი მსჯავრდებულის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით. ეს არის მორიგი მტკნარი სიცრუე. მათ 3 ივნისს მიმართეს N5 პენიტენციურ დაწესებულებას და უკვე დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მათ პასუხი გაეგზავნათ, - ამბობს გიორგი პატარიძე.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - განცხადება "დროას" ლიდერის ადვოკატმა, შოთა თუთერიძიემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულ პოლიტიკოსს სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.
ხოშტარიას უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო ოთხი თვის განმავლობაში შესამჩნევად პროგრესირებს.
თუთბერიძის ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული კვლევები არასაკმარისი და არაეფექტურია, რის გამოც მკურნალობის კონკრეტული გეგმა დღემდე არ არსებობს.