მკვლელობა, აფეთქება, შანტაჟი და გამოძალვა - გაშიფრულია ბიზნესის რეკეტის მასშტაბური სქემა

17.06.26 21:15
მკვლელობა, აფეთქება, შანტაჟი და გამოძალვა - გაშიფრულია ბიზნესის რეკეტის მასშტაბური სქემა

 

 

მკვლელობის მუქარა, ფსიქოლოგიური ტერორი, უმოწყალოდ ადამიანების ცემა და სახლების გადაწვა-უმძიმესი დანაშაულებების უკან, რომელიც წლების განმავლობაში მარნეულსა და ქვემო ქართლის სოფლებში ხდებოდა,  ელმურაზ მამედოვი იდგა. გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი საზღვარგარეთიდან მუდმივ სატელეფონო კავშირში იყო მის ბანდასთან, აზლევდა დირექტივებს, ხშირ შემთხვევაში თავადაც უკავშირდებოდა მსხვერპლს.

გარდაბნელი "კრიმინალური ავტორიტეტი" თავის მოჭმით იმ ბიზნესმენს ემუქრება ვინც საკუთარი შრომით მიღებული შემოსავალი "კრიმინალურ სამყაროს" არ გაუყო.

ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, ის ფულის მისატანად გარკვეულ ვადებს უწესებდა. ყველაზე მცირე 10 ათასი დოლარი იყო რომელიც  მოქალაქეს ქურდებისთვის უნდა შეეწირა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკვლითემუქრებოდნენ. 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მამედოვის ბანდის 21 წევრს ხელბორკილი დღეს დაადეს. მძიმე მუხლით პასუხისგებაში მიეცა ციხეში მყოფი 8 პირი და ძებნაში მყოფი ელმურაზ მამედოვიც. სპეცოპერაცია კასპში და მარნეულში ჩატრადა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები