პროკურატურამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო
პროკურატურამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო. გვარაკიძის უწყებას კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიმართა. ის ამტკიცებს, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა იცრუეს, როცა ტელეკომპანიაში ხაინდრავას მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე გააჟღერეს ინფორმაცია.
პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის ფაქტზე დაიწყო. ირკვევა, რომ გამოკითხულია თავად გოგა ხაინდრავაც.
2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.
საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია". - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში,