ოკუპირებულ აფხაზეთში „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებულ გალელ მასწავლებელს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გალელ პედაგოგს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოში გამოცხადდა.
შალვა ხიზანიშვილს აგენტობის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებაშიც ადანაშაულებენ.
ე.წ საგამოძიებო სამსახურების ვერსიით, 39 წლის მამაკაცმა, აფხაზეთში დისლოცირებულ ერთ-ერთ რუსულ სასაზღვრო საგუშაგოს გადაუღო ვიდეო, რისთვისაც მას ფული გადაუხადეს და შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობაც გადასცეს.
ხიზანიშვილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრია, 2025 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს.