"ორი ნაბიჯი" სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს - წაღებულია "ქინდერის" შოკოლადები, ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტები

18.06.26 12:03
"ორი ნაბიჯი" სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს - წაღებულია "ქინდერის" შოკოლადები, ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტები

 

 

თბილისში, მოსკოვის გამზირზე "ორი ნაბიჯის" მაღაზია გაქურდეს. დანაშაულში სავარაუდოდ არასრულწლოვნები ფიგურირებენ.

თანამშრომლების თქმით, წინასწარი დათვალიერებით, მარკეტიდან წაღებულია "ქინდერის" შოკოლადები, ალოკოჰოლური სასმელები და სიგარეტები. ჯერჯერობით, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. 

მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილი დაასურათეს, ასევე ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.

მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.