საბავშვო ბაღის დირექტორი ამტკიცებს, რომ სამსახურიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გაუშვეს

18.06.26 13:46
 საბავშვო ბაღის დირექტორი ამტკიცებს, რომ სამსახურიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გაუშვეს

 

 

სოფელ ინგირის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორის, ხათუნა გოგუას განცხადებით, სამსახურიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გაუშვეს. 

ხათუნა გოგუას თქმით, მას სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად აუდიტის დასკვნა დაუსახელეს, თუმცა მისივე განმარტებით, დასკვნაში იმდენად მიზერული დანაკლისი იყო, რომ ეს მიზეზი ვერ იქნება. 

ვიდექი არჩევნებიდან რამდენიმე დღის მერე, როგორც კი თბილისში დაიწყო ახალგაზრდების დევნა, ცემა-ტყეპა. გეტყვით გულწრფელად, მე არცერთ პარტიასთან არ ვარ კოლაბორაციაში, არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან, თუმცა რა თქმა უნდა, გამაჩნია ჩემი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე 22-23 წლის შვილები მყავს და არ აქვს მნიშვნელობა, რომც არ იყვნენ ჩემი შვილები ამხელები და პატარები რომ მყავდეს, მაინც დავდგებოდი იმიტომ, რომ არ მომწონს ისეთ საქართველოში ცხოვრება და არ მომწონს ისეთი საქართველო, სადაც აქციაზე გამოსვლის გამო სცემდნენ ბავშვებს. 

რა დაწერა აუდიტმაო და ბარემ ამასაც ვიტყვი - 60 გრამამდე მარილი დამაკლდა და 400 გრამამდე კარაქი დამაკლდა მთელი წლის მანძილზე. ეგ შეიძლება თვითონ ამოღების დროს ყუთთან დარჩეს, ან დაგივარდეს სასწორზე როცა აწონი. მეტი გარღვევა არ მქონია არასდროს," - განაცხადა ხათუნა გოგუამ.