"პირველების" ინფორმაციით, გდდ-ს ყოფილი თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
"პირველების" ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით გდდ-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს - წყარო ძალოვანი უწყებიდან TV პირველს უყვება, რომ მიხეილ მეხრიშვილს თაღლითობას ედავებიან.
არსებული ინფორმაციით, ეს უკანასკნელი ხალხს ავტოდილერად ეცნობოდა, ავტომანქანების ჩამოყვანას ჰპირდებოდა, ფულს ართმევდა, შემდეგ კი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ჩამოჰყავდა.
საგამოძიებო უწყებას რამდენიმე დაზარალებულმა მიმართა.
განახლება: რამდენიმე წუთის წინ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომანქანის ჩამოყვანას დაპირდა, სანაცვლოდ 4900 აშშ დოლარი და 42 110 ლარი გამოართვა, რაც სრულად, მართლსაწინააღმდეგოდ ისე მიისაკუთრეს, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომანქანის ჩამოყვანას დაპირდა, სანაცვლოდ 4900 აშშ დოლარი და 42 110 ლარი გამოართვა, რაც სრულად, მართლსაწინააღმდეგოდ ისე მიისაკუთრეს, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- წერს შსს.