რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში - თინა ბოკუჩავა

18.06.26 14:59
რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში - თინა ბოკუჩავა

ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კიდევ ერთ საჯარო განმარტებას აკეთებს და ხაზგასმით აცხადებს, რომ რჩება "ნაციონალურ მოძრაობაში". 

ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს". - წერს თინა ბოკუჩავა. 

რა მოხდა გუშინ?

მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა.

პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი წერს, რომ „აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს“.

სააკაშვილის ამ სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, განაცხადა, რომ „ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“.

შეგახსენებთ, რომ თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე 2-წლიანი ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ეწურება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მეორე ვადით განაგრძობს თუ არა იმავე თანამდებობაზე მუშაობას. 

კითხვაზე იცოდა თუ არა, რომ  მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს თავმჯდომარეობას სთავაზობდა, ბოკუჩავამ თქვა:  „ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად არ დაუწერია... აქ არის პოსტი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ... პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო და ინტერესი არასდროს არ იყო.“

10 ივნისს ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა, პატიმარმა სააკაშვილმა თქვა, რომ ენმ-ს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა.

 11 ივნისს ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მას სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა, რაზეც მესამე პრეზიდენტს უარი უთხრა.

16 ივნისს ბოკუჩავამ ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას პირდაპირ თქვა, რომ  პარტიაში „ორხელისუფლებიანობას“ არ იზიარებს და მისი პოზიცია ცნობილია თავად მიხეილ სააკაშვილისთვისაც.