ხმაური ურეკის სანაპიროზე - ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ამოიყვანეს

18.06.26 18:34
ხმაური ურეკის სანაპიროზე - ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ამოიყვანეს

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ურეკის სანაპიროზე - ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ამოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა მაშველებთან დაპირისპირებასაც.  ერთ-ერთი ვერსიით, ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ზღვაში შესული მამაკაცი შეუძლოდ გახდა, მის დასახმარებლად კი, დამსვენებლების თქმით, "მაშველებმა არაფერი გააკეთეს". 

როგორც „პირველებს“ ადგილიდან უყვებიან, საბოლოოდ კაცის ამოყვანა სანაპიროზე მყოფმა მოქალაქეებმაა შეძლეს. კადრებში, რომელიც სანაპიროდან ვრცელდება, ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცს პირველადი დახმარებას მათ შორის მაშვველებიც უწევენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ზღვიდან ამოყვანილ კაცს სასიცოცხლო მაჩვენებლები არ აღენიშნება. დამსვენებლები ამტკიცებენ, რომ სასაწრაფო ადგილზე დაგვიანებით მივიდა, რაც კიდევ ერთი უთანხმოების მიზეზი გახდა. 

ინფორმაციის გადამოწმება “პირველებმა“ შსს-ში სცადა. უწყებაში ამბობენ, რომ მაშველების მხრიდან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია. მათივე ცნობით, სწრაფი რეაგირების შედეგად ზღვიდან ჯამში 4 პირის ამოყვანა მოხერხდა. 

ურეკის სანაპირო ზოლზე მყოფმა მაშველებმა შენიშნეს 4 მოქალაქე ზღვაში, რომლებიც საჭიროებდნენ დახმარებას, სწრაფი რეაგირების შედეგად ოთხივე მოქალაქე მაშველებმა კატერის საშუალებით გამოიყვანეს,- აცხადებენ შსს-ში.

გადარჩენილი სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაცით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შენიშვნა:  კაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო, ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები