ივანიშვილს გარანტიას ვაძლევ, რომ როგორც ჩვენი ქვეყანა გაასწორა მიწასთან, ისე გასწორდება თვითონაც - ელენე ხოშტარიას დედა

18.06.26 22:34
ივანიშვილს გარანტიას ვაძლევ, რომ როგორც ჩვენი ქვეყანა გაასწორა მიწასთან, ისე გასწორდება თვითონაც - ელენე ხოშტარიას დედა

ივანიშვილს გარანტიას ვაძლევ, რომ როგორც ჩვენი ქვეყანა გაასწორა მიწასთან, ისე გასწორდება თვითონაც, - ამის შესახებ ელენე ხოშტარიას დედამ, ირინა გუნცაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ოცნება“ ცუდად დაამთავრებს, ეს დღეს ხვალ იქნება თუ ზეგ.

ძალიან ცუდად დაამთავრებენ ესენი. არ ვიცი, ეს ხვალ- ზეგ იქნება თუ როდის. ივანიშვილს გარანტიას ვაძლევ, რომ როგორც ჩვენი ქვეყანა გაასწორა მიწასთან, ისე გასწორდება თვითონაც. 

ირინა გუნცაძე მოითხოვს ანალიზები გაკეთდეს, რომელიც თურქეთში, უშუალოდ ელენე ხოშტარიას ექიმთან გადაიგზავნოს.

პირველი რიგის ამოცანაა, ანალიზები იმ კლინიკაში, ვისაც მე ვენდობი, რომ გადავაგზავნოთ თურქეთში, იმათ ვენდობი, ისინი იტყვიან. არ ვიცი როგორ გადაწყდება ეგ ამაბვი, იმიტომ რომ ყოველდღიურად, როგორც მითხრეს, ურთულდება მდგომარეობა და მაგას რამე რომ მოუვიდეს, აღარ ვიცი რას ვიზამ.  ამას არავის ვაპატიებ, ამ კოშმარს, - თქვა მან.