ელისაშვილის საქმე - "პირველებმა" ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა

19.06.26 12:25
ელისაშვილის საქმე - "პირველებმა" ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა

 

 

ალეკო ელისაშვილის საქმე - "პირველებმა" მოიპოვა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა.

დასკვნაში წერია, რომ ვიდეომასალა პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.

დოკუმენტის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულებების კვლევისას დადგინდა, რომ ფოტოგამოსახულებებზე არსებულ საკვლევ გამოსახულებებს აქვთ დაბალი სიმკვეთრე, დაბალ კონტრასტულია და საკვლევი პიროვნების გარეგნობისთვის მახასიათებელი ნიშნების და ვიზუალური ფორმების გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია. 

1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.

2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ງວົງ (N№55-56; N№61; N№64-70; N№78; №81-82; №87-93) დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.

3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ამოღებულ ვიდეოგრამებიდან bb88 (N№44-54; N№57-60; N№62-64; N№71-77; N№79-80; N№83-87) დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულების მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ პიროვნების სავარაუდო დადგენა/ამოცნობა.

4. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან ১ bb888 (№44-54; №№57-60; N№62-64; N№71-77; N№79-80; №83-87) დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების გამოსახულება", - წერია ექსპერტიზის დასკვნაში. 

პროკურატურა ირწმუნება, რომ დაცვის მხარემ გაასაჯაროვა ექსპერტიზის მხოლოდ ერთი მონაკვეთი. სახელმწფიო მბრალმდებლის მტკიცებით, ექსპერტიზას აქვს სხვა პუნქტები, რომლითაც დასტურდება, რომ 29 ნოემბერსაც და 4 მაისსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისაშვილი იყო.

ექსპერტიზის შინაარსი არასრულყოფილად არის გაჟღერებული დაცვის მხარის მხირდან. დეტალებს ვერ შევეხები, თუმცა გამცემი ექსპერტი დაკითხული იქნება სასამართლოს წინაშე. ამ ექსპერტიზას აქვს სხვა პუნქტები, რომელზეც ყურადღება არ მახვილდება დაცვის მხარის მხრიდან. შედარებული აღნიშნული ჩანაწერები - როგორც  29 ნოემბრის ეპიზოდს 4 მაისის ეპიზოდი და აქ დაგდენილია გარკვეული გარემოებები და არასრულყოფილია ეს.

განსხვავებულ ვერსიაზე არ ვსაუბრობთ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მონაკვეთი, რაზეც დაცვის მხარე მიუთითებს. ექსპერტიზას აქვს სხვა პუნქტები, რომლითაც დასტურდება, რომ 29 ნოემბერსაც და 4 მაისსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისაშვილი იყო და მისი მხრიდან არის განხორციელებული აღნიშნული აქტი. არასრულყოფილად არის გაჟღერებული სი შინაარსი რასაც ექსპერტიზა წერს". - ამბობს პროკურორი. 

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განმარტებით, ვიდეომასალაში, ვერ ხერხდება იმ პიროვნების იდენტიფიცირება, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ცეცხლს აჩენს.

ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევისას ის ფაქტი დადასტურდა, რომ ალექსანდრე ელისაშვილი კი არა, ზოგადად, ის პირი ვინც შეიძლება ყოფილიყო იმ მომენტში, 29 ნოემბერს, იდენტიფიცირება ვერ ხდება, მას ნიღაბი უკეთია. ასევე, იარაღის მუქარა, რომელზეც აპელირებენ მანდატურის თანამშრომლები, ჩანაწერში არ ჩანს. აქედან გამომდინარე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა დანაშაული და მეორე ფაქტი, რომ ეს არის ტერორისტული აქტი“, - აცხადებს რეხვიაშვილი.

  • ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

 

მსგავსი სიახლეები