ექიმი ჩახუნაშვილი მოსამართლეს: თქვენ გადაწყვიტეთ, მე გარეთ ვარ საშიში თუ შიგნით? სად ვარ საჭირო, გარეთ თუ შიგნით

19.06.26 12:32
ექიმი ჩახუნაშვილი მოსამართლეს: თქვენ გადაწყვიტეთ, მე გარეთ ვარ საშიში თუ შიგნით? სად ვარ საჭირო, გარეთ თუ შიგნით

სასახლის ღობის საქმე - აკადემიკოსმა გოგი ჩახუნაშვილმა პროცესზე საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და მოსამართლეს დეტალურად უამბო, რისთვის იმყოფებოდა 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან.

აკადემიკოსმა ასევე ამ 9 თვის განმავლობაში მის მიერ გაკეთებული სამქეები გაიხსენა და მოსამართლეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: თქვენ გადაწყვიტეთ, მე გარეთ ვარ საშიში თუ შიგნით? სად ვარ საჭირო, გარეთ თუ შიგნით.

ბევრი ვიფიქრე, მოვსულიყავი თუ არა. ჩავთვალე საჭიროდ, რომ უნდა გამოვიდე და ავსახო ის რეალობა, რაც იყო იმ დღით [4 ოქტომბერს].

როცა მივხვდი, რომ ჩემი პროფესიული მოვალეობა მოითხოვდა ამას, მაშინ შევედი 28 წამით ეზოში, მეტრზე, მეტრნახევრის სიღრმეზე. ხელში მეჭირა გამოხდილი წყალი ფიზიოლოგიური ხსნარი, საჭიროებისამებრ გამოვიყენე და გამოვედი.

ამ 9 თვეში [რაც საქმის განხილვა მიმდინარეობს] 2 მსოფლიო კონგრესი ჩავატარე, ორი ჟურნალი გამოვუშვი, დავამთავრე სახელმძღვანელო, რომელიც თითქმის დაკაბადონებულია, „ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგიის საფუძვლები“, გადავარჩინე 3 პატარა ბავშვი, რომელზეც შეიძლებოდა აბორტი გაეკეთებინათ. ჩემთან კონსულტაციის შედეგად, მიხარია, რომ დღეს ეს 3 სიცოცხლე არის.

თქვენ გადაწყვიტეთ, მე გარეთ ვარ საშიში თუ შიგნით? სად ვარ საჭირო, გარეთ თუ შიგნით.“,- თქვა ჩახუნაშვილმა.

  • 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.
  • 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.

მსგავსი სიახლეები