ბიზნეს-რეკეტის საქმე - მამედოვს და მასთან კავშირში მყოფი ხუთივე პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

19.06.26 12:39
ბიზნეს-რეკეტის საქმე - მამედოვს და მასთან კავშირში მყოფი ხუთივე პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

ბიზნეს-რეკეტის საქმე - კანონიერი ქურდს, ელმურაზ მამედოვს და მასთან კავშირში მყოფი ხუთივე პირს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა ელმურაზ მამედოვი, რადგან ის ქვეყანაშია რ იმყოფება და მას ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი.

ელმურაზ მამედოვის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, დანარჩენი 5 პირის ადვოკატები კი მოსამართლეს პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს სთავაზობდნენ, თუმცა, ეპიტაშვილმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

  • ე.წ. ქურდულს სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულები 21 ბრალდებულიდან 9 პირი გუშინ, 18 ივნისს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ციხეში გაუშვა. 
  • ცხრა პირიდან  ორს "ქურდული სამყაროს" წევრობა ედება ბრალად, 7-ს კი "ქურდებისთვის" მიმართვას და მათ მხარდაჭერას ედავებიან. განსასჯელებს შორის  იყო  ერთი მსჯავრდებულიც, რომელიც  გამოძიების მტკიცებით, გარჩევებს ციხიდან აწყობდა და ე.წ. ობშიაკს აგროვებდა. 
  • რამდენიმე პირზე ძებნა გამოცხადდება. მათ შორის ელმურაზ მამედოვზე, რომელიც კრიმინალური დაჯგუფების ორგანიზატორად ითვლება. საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ის გასცემდა დირექტივებს უცხოეთიდან.  

თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს.  ირკვევა, რომ სახლების გადაწვის უკან, ე.წ. კანონიერი ქურდები იდგნენ. 

ირკვევა, რომ კიდევ ცხრა პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს.

დასახელდა საზღვარგარეთ მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტის“ – ელმურაზ მამედოვის გვარი. გამოძიების ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულები ფინანსური დავების მოსაგვარებლად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც მამედოვი მონაწილეობდა.

საქმის მასალების მიხედვით, ეს უკანასკნელი უკავშირდებოდა, საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც, როგორც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ისე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს, გარკვეულ ვადებში, კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები