ალეკო ელისაშვილი: პატრიარქის დუმილი შემზარავია, მის ადგილას ელენე ხოშტარიასთან (ციხეში) შევიდოდი

19.06.26 13:09
ალეკო ელისაშვილი: პატრიარქის დუმილი შემზარავია, მის ადგილას ელენე ხოშტარიასთან (ციხეში) შევიდოდი

ალეკო ელისაშვილი სასამართლო დარბაზიდან  ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას გამოეხმაურა. 

ოპიზიციონერი ლიდერი იმედს გამოთქვა, რომ პატრიაქრი შიო მესამე "ხმას აიმაღლებს" ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

პატრიარქის დუმილი შემზარავია, მის ადგილას ელენე ხოშტარიასთან (ციხეში) შევიდოდი - თქვა ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

„ელენე ხოშტარიასთან ყოველთვის ცუდი ურთიერთობა მქონდა. ველოდები, რომ პატრიარქი ხმას აიმაღლებს, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მის ადგილას ელენესთან შევიდოდი, მისი დუმილი შემზარავია",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, 17 ივნისს, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება. 

  • ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

მსგავსი სიახლეები