გიორგი ჩახუნაშვილის შვილის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

19.06.26 13:16
გიორგი ჩახუნაშვილის შვილის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

 

 

 

აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის შვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მამამისს დაკავების დროს მისთვის არაფერი უთქვამს, რადგან მანამდე ყველაფერი უკვე ნათქვამი ჰქონდათ.

როგორც მან სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო წლებშია მიღებული მოსამართლეების მიერ, არის უსამართლო, რადგან ის მოდის დაწერილი და მოსამართლეები უბრალოდ ასრულებენ დავალებას.

სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არის უსამართლო იქედან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილება მოდის დაწერილი და მოსამართლე ასრულებს დავალებას. 

ადამიანი ყვავილის სროლის გამო ჰყავდათ გამოკეტილი ციხეში და სახელმწიფო გადატრიალებას ედავებოდნენ, შესაბამისად, იქ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უბრალოდ იდგა, შეიძლება ყოფილიყო იდენტიფიცირებული და იგივე ბრალი წაეყენებინათ. როგორც იყო უამრავი ადამიანი, ახლაც არის უამრავი ადამიანი ციხეში, შესაბამისად, ჩვენ ან შევეგუებით ამ უსამართლო სისტემას, ან შევცვლით ყველაფერს, - განაცხადა ჩახუნაშვილმა. 

ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსგავსი სიახლეები