მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა - კახაბერ მჟავანაძის შვილი
ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ველოდი, როგორც ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ იყო წმინდა სამართლებრივი საქმე, ეს იყო პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმე, - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულის, კახაბერ მჟავანაძის შვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას და სასჯელს ის და მისი ოჯახი მიიღებენ როგორც პატივს, როგორც მსხვერპლს, ქვეყნისთვის.
ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ველოდი, როგორც ყველა აქ დამსწრე, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ იყო წმინდა სამართლებრივი საქმე, ეს იყო პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმე და გადაწყვეტილებაც იყო შესაბამისი, დაშტამპული, 5 წელი ყველა ბრალდებულის მიმართ.
მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა, ამ გადაწყვეტილებას და სასჯელს მე და ჩემი ოჯახი მივიღებთ, როგორც პატივს, როგორც მსხვერპლს, ჩემი ქვეყნისთვის, - განაცხადა ლევან მჟავანაძემ.
ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.