პროკურორი განმარტავს, როგორ აღსრულდება განაჩენი ია დარახველიძის მიმართ

19.06.26 13:58
პროკურორი განმარტავს, როგორ აღსრულდება განაჩენი ია დარახველიძის მიმართ

ია დარახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ ამ ეტაპზე ინფორამცია მე არ გამაჩნია, თუმცა მის მიმართ განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები და განაჩენი აღსრულდება მისი ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების შემდეგ, - ამის შესახებ პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა.

პროკურორის განმარტებით, ის ვალდებული იყო სასამართლო პროცესებზე გამოცხადებულიყო, თუმცა დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა.

ამასთან, როგორც პროკურორმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მის მიმართ განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები და განაჩენი აღსრულდება მისი ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების შემდეგ.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის, ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მათგან ერთ-ერთმა პირმა განცხადებით მიმართა პროკურატურას შეთანხმების დადების მოთხოვნით, თუმცა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სურდა, მის მიმართ საქმე დასრულებულიყო არსებითი განხილვის შედეგად.

რაც შეეხება ია დარახველიძეს, როგორც სასამართლომ განმარტა, ის ცნობილია დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რაც შეეხება სასჯელის ზომას, ამასთან დაკავშირებით განმარტებას თავად სასამართლო გააკეთებს. რაც შეეხება მის ადგილსამყოფელს, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე მე არ გამაჩნია თუ სად იმყოფება, თუმცა მის მიმართ განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები და განაჩენი აღსრულდება მისი ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების შემდეგ. იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომებზე, თუმცა დღევანდელ სხდომაზე ის არ გამოცხადდა,“ - განაცხადა ვაჟა თოდუამ.

ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.